ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის ხელმძღვანელობით, სოფელ ზემო ალვანსა და ხორბალოში შეხვედრები ჩატარდა

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის, ალექსი ფიცხელაურის ხელმძღვანელობით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, სოფელ ზემო ალვანსა და ხორბალოში შეხვედრები ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ახმეტის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მუნიციპალიტეტის მერი ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად შეხვდა. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე გადაწყვეტილებებს მოქალაქეები იღებენ.

პროგრამის მიზანია, მოსახლეობამ შეძლოს გადაწყვეტა, რას მოხმარდეს სოფლისთვის გამოყოფილი დაფინანსება.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე მერიის ჯანდაცვის, ბავშვის უფლებათა დაცვის და სოციალურ საკითხთა სამსახურის ხელმძღვანელი ნინო იდიძე მოსახლეობას 2024 წლის სოციალური პროგრამების სიახლეებს აცნობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები