ასლან ბჟანია მოსკოვში გაემგზავრა
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი, ასლან ბჟანია ე.წ. სამუშაო ვიზიტით მოსკოვში გაემგზავრა.
ამის შესახებ ინფორმაციას მისი პრესსამსახური ავრცელებს.
აღინიშნება, რომ რუსეთის სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებთან ბჟანია არაერთ შეხვედრას გამართავს.
მანამდე, ე.წ. ენერგეტიკისა და ტრანსპორტის მინისტრმა, ჯანსუღ ნანბამ განაცხადა, რომ ბჟანია რუსეთის დედაქალაქში ჩადის, სადაც სხვა საკითხებთან ერთად საწვავის საკითხზე ისაუბრებს და, სავარაუდოდ, ელექტროენერგიის მომარაგების თემას შეეხება.