იუპიტერის თანამგზავრზე ტექტონიკური ქანები მოძრაობს
ამერიკის ნაციონალური კოსმოსური სააგენტოს ინფორმაციით, იუპიტერის ერთ-ერთ გიგანტურ თანამგზავრ ევროპაზე ტექტონიკური ქანების გადაადგილება შეიმჩნევა. ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორის დიანა ვალენსიის განმარტებით, ტექტონიკური რყევები წინა პირობაა იმისა, რომ თანამგზავრზე შესაძლოა, სიცოცხლის ფორმები არსებობდეს. სწორედ ამ მოვლენიდან გამომდინარე მიიპყრო თანამგზავრმა მეცნიერთა ორმაგი ყურადღება. დედამიწაზე მიმდინარე მსგავსი პროცესების დროს ახალი ქიმიური ნაერთები წარმოიქმნება, რომლებიც შემდგომში ცოცხალი ორგანიზმების ჩამოყალიბებას განაპირობებს.