მამუკა მდინარაძე: მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ირაკლი ღარიბაშვილს იმისთვის, რაც მან წლების განმავლობაში ამ ქვეყნისთვის გააკეთა
მინდა ვისარგებლო შემთხვევებით და ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ირაკლი ღარიბაშვილს, იმისთვის რაც მან წლების განმავლობაში ამ ქვეყნისთვის გააკეთა. იცით, რომ მისი პრემიერობის პერიოდში ძალიან დიდ წარმატებას მიაღწია ჩვენმა ქვეყანამ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
როგორც მდინარაძე აცხადებს,
ცვლილებები 1-ელ თებერვალს, „ქართული ოცნების“ ყრილობაზე დამტკიცდება.
„24 იანვარს გაიმართა პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა, რომელზეც ვისაუბრეთ იმ საკითხებზე, რომლებიც დღეს გახდა საზოგადოებისთვის ცნობილი. მათ შორის იყო შეთავაზება პოლიტსაბჭოს მხრიდან, რომ საარჩევნო მარათონის აქტიურ ფაზაში გადასვლამდე ყოფილიყო ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი და შემდეგ მომხდარიყო ეს ცვლილება გარკვეული როტაციის პრინციპით. მაგრამ მან თავად მიიღო ასეთი გადაწყვეტილება, რომ ახალ პრემიერს უნდა მიეცეს საშუალება მთელი ეს პერიოდი გამოიყენოს ახალი გუნდის, ხედვების, მიდგომების ჩამოსაყალიბებლად”,- აღნიშნა მდინარაძემ.
ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა და საქმიანობას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტზე განაგრძობს.