არჩილ თალაკვაძე: ოპოზიცია რჩება კომენტატორის როლში – სამწუხაროდ, მათი ნაწილი საქმიან დისკუსიაში ვერ მოდის

ოპოზიცია რჩება კომენტატორის როლში. სამწუხაროდ, ოპოზიციის დიდი ნაწილი საქმიან დისკუსიაში ვერ მოდის და ახლაც კომენტატორის როლშია, როდესაც ჩვენს გუნდში საკადრო ცვლილებებზე საუბრობს.
სინამდვილეში, მათ გულებში ჩახედვის შესაძლებლობა რომ გვქონდეს, მერწმუნეთ, როგორც ადრე ახლაც არ არიან გახარებული ჩვენი გუნდის ასეთი კონფიგურაციით და იმ გადაწყვეტილებებით, რომელიც მიმდინარე წელს ჩვენმა პარტიამ საზოგადოებას შესთავაზა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

თალაკვაძის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნების“ გუნდი შეძლებს, მათ წინაშე არსებულ ამოცანებს თავი გაართვას.

„მთავრობა, უკვე ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით და უკვე ყოფილი პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარტიის თავმჯდომარის პოზიციაზე მაქსიმალურად შეძლებენ, რომ ჩვენ ეფექტურად მივაღწიოთ ჩვენს ამოცანებს, რაც მთავარია, ეს არის მანდატის განახლება ჩვენს მოქალაქეებთან არჩევნებში და ჩვენ ვემზადებით არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვებისთვის. გავაკეთებთ მაქსიმუმს, რათა ჩვენი ქვეყანა იყოს წარმატებული“, – აღნიშნა თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერმინისტრის თანამდებობა დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები