“აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების მინისტრის ბრძანება იწვევს შრომითი უფლების გაუმართლებელ შეზღუდვას და ქმნის აღნიშნული გადაწყვეტილების ბათილობის საფუძვლებს” – სახალხო დამცველი
“2024 წლის 24 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს და თბილისში მოქმედი აფხაზეთის N2 საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, ნ.ჯ.-ს კონსტიტუციური დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარება მოითხოვა”, – ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.
„საქმის შესწავლის შედეგად, საქართველოს სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის ბრძანება – საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ, არის დაუსაბუთებელი და მომზადებული და გამოცემულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით, რაც იწვევს ნ.ჯ.-ს შრომითი უფლების გაუმართლებელ შეზღუდვას და ქმნის აღნიშნული გადაწყვეტილების ბათილობის საფუძვლებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ბმულზე იხილეთ რეკომენდაცია