ჯეიმს ო’ბრაიენი: გვჯერა, რომ უკრაინა 2024 წლის ბოლოსთვის უფრო ძლიერი იქნება

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯეიმს ო’ბრაიენი აცხადებს, რომ აშშ აპირებს, უკრაინას გამარჯვებაში დაეხმაროს.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის სიტყვებს ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუ სოციალურ ქსელში ციტირებს.

„გვჯერა, რომ უკრაინა 2024 წლის ბოლოსთვის იქნება უფრო ძლიერი და უკეთეს პოზიციაში, თავისი მომავლის განსასაზღვრად.

და ამ მომავალში, როგორც პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა, ვაპირებთ უკრაინას გამარჯვებაში დავეხმაროთ“, – განაცხადა ჯეიმს ო’ბრაიენმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები