სალომე ზურაბიშვილი: ხანძარი, რომელმაც ოკუპირებულ აფხაზეთში სოხუმის ეროვნული გალერეა გაანადგურა, ყველა ჩვენგანის ტრაგედიაა
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ოკუპირებულ სოხუმში ხანძრის შედეგად განადგურებული ეროვნული გალერეის შესახებ სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.
“ხანძარი, რომელმაც ოკუპირებულ აფხაზეთში სოხუმის ეროვნული გალერეა გაანადგურა, ყველა ჩვენგანის ტრაგედიაა. მე ვგმობ იმას, რაც პირდაპირი შედეგია კულტურული იდენტობის უგულებელყოფის, როგორც დე ფაქტო ხელმძღვანელობის, ისე რუსი ოკუპანტების მხრიდან.
მოვუწოდებ საერთაშორისო თანამეგობრობას, გააცოცხლოს ყურადღება ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე”,- წერს პრეზიდენტი.