ირაკლი კირცხალია – ოპოზიციაში დაპირისპირებაზე: თვალს ვადევნებთ მორიგი სეზონის მორიგ სერიას და ამ სერიას დავარქვით მიხეილ სააკაშვილის ქრონიკებიდან „ბრწყინვალე ნანასა და თინათინის შერკინება“

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ ოპოზიციაში არსებული დაპირისპირება მედიასთან შეაფასა.

„თვალს ვადევნებთ მორიგი სეზონის მორიგ სერიას და ამ სერიას დავარქვით მიხეილ სააკაშვილის ქრონიკებიდან „ბრწყინვალე ნანასა და თინათინის შერკინება“. ასე შეგვიძლია დავასათაუროთ ეს ტრაგი-კომიკური მოვლენა, რომელიც ახლა შესთავაზეს ჩვენს საზოგადოებას.

საზოგადოება კარგად ხედავს, დღეს რომ გადაწყვიტოს მათმა პატრონებმა, რომ ამ აგენტურას მისცეს მოქმედების, გადაწყვეტილების მიღების თავისუფლება, ისინი ვერ გაინძრევიან. აგენტის ბედი ეს არის. 2012 წლამდე, როდესაც იმყოფებოდნენ რეჟიმის დროს ხელისუფლებაში, მაშინაც, ყველა მათი ნაბიჯი იყო ნაკარნახევი, ყველა მათი ნაბიჯი იყო შეთანხმებული, ისინი თვითშემოქმედებას ნამდვილად არ იყვნენ მიჩვეული. იმავეს აგრძელებენ ოპოზიციაშიც. ასე, რომ არ ვიცი ეს დავალებაა თუ ასანთის ყუთით თამაში რამდენიმე კვირით მიტოვებულ აგენტურულ ფლანგზე“, – აღნიშნა კირცხალიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები