ე.წ. შსს სოხუმის საგამოფენო დარბაზში ხანძრის გაჩენის შესაძლო ერთ-ერთ მიზეზად ცეცხლის განზრახ გაჩენას განიხილავს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შსს-ში 21 იანვრის ღამეს სოხუმის მხატვართა კავშირის ცენტრალურ საგამოფენო დარბაზში ხანძრის გაჩენის საქმეზე გამოძიებაა დაწყებული.

როგორც ე.წ. უწყებაში აცხადებენ, ამჟამად, პირველადი მასალების შეგროვება მიმდინარეობს, დანიშნულია სახანძრო-ტექნიკური ექსპერტიზა.

წინასწარი მონაცემებით, ხანძარი, დაახლოებით, 03:30 საათზე გაჩნდა.

განიხილება ხანძრის გაჩენის ყველა შესაძლო ვერსია, მათ შორის, განზრახ ცეცხლის მოკიდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები