ნასა განიმედზე სიცოცხლის არსებობას არ გამორიცხავს
ამერიკის ნაციონალური სააგენტოს განცხადებით, იუპიტერის თანამგზავრ განიმედზე შესაძლოა, ცოცხალი ორგანიზმები არსებობდნენ. განიმედი იუპიტერის ერთ-ერთი უდიდესი თანამგზავრია, რომელიც გალილეო გალილეიმ მე -17 საუკუნეში აღმოაჩინა. მისი დიამეტრი – 5265 კილომეტრია. მზის სისტემაში ის ერთადერთი თანამგზავრია, რომელსაც საკუთარი მაგნიტოსფერო გააჩნია.
განიმედი კლდოვანი ფორმის ქანებისგან შედგება, რომელთა შორისაც მოქცეულია გიგანტური ზომის გაყინული ოკეანე. მისი სიღრმე რამდენიმე ათეული კილომეტრია. პლანეტას ატმოსფეროს თხელი ფენაც გააჩნია, რომელიც ქიმიურად დღემდე შეუსწავლელია, სწორედ ის იძლევა საბაბს, შორეულ თანამგზავრზე სიცოცხლის არსებობა ვივარაუდოთ.