“აფხაზეთში რუსეთის სამხედრო გემების ბაზა უკრაინის ლეგიტიმური სამიზნე გახდება” – უკრაინის საზღვაო ძალების მეთაური

უკრაინის საზღვაო ძალების მეთაური, ვიცეადმირალი ალექსი ნეეჟპაპა აცხადებს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის სამხედრო გემების ბაზა უკრაინის ლეგიტიმური სამიზნე გახდება.

ამის შესახებ მან “უკრაინსკა პრავდა”-სთან ინტერვიუში თქვა.

“გვაქვს ასეთი ინფორმაცია. მთლად ბაზა არ არის, ამჟამად, უფრო განთავსების პუნქტია, დიდი ალბათობით, გემების განაწილებისთვის, რადგან არ შეიძლება ფლოტი ერთ ბაზაზე გყავდეს. მით უმეტეს, რომ ნოვოროსიისკში ამინდის პირობების გამო, არც ისე სასიამოვნო პორტია განლაგებისთვის, განსაკუთრებით, ზამთარში. სევასტოპოლი – ძალიან დახურული ნავსადგურია, გეოგრაფიულად შესაფერისია გემების გასაჩერებლად, დასავლეთის მიმართულების გარდა, ყველა ქარისგან არის დაცული. სხვათა შორის, ძალიან სიმბოლურია”, – თქვა მან.

კითხვაზე, იმ შემთხვევაში, თუ ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო საზღვაო ბაზა აშენდება, შეიძლება თუ არა, ის უკრაინის კანონიერი სამიზნე გახდეს, ნეეჟპაპა ამბობს, რომ “ჩვენთვის ლეგიტიმური სამიზნეა ნებისმიერი გემი, რომელიც ატარებს რუსეთის საზღვაო ძალების წმინდა ანდრიას დროშას. სადაც არ უნდა იყოს ის, მსოფლიოს ოკეანეების ნებისმიერ ნაწილში”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები