აშშ მკაცრად გმობს ეკვადორში შეიარაღებული ჯგუფების ბოლოდროინდელ თავდასხმებს
აშშ მკაცრად გმობს ეკვადორში შეიარაღებული ჯგუფების ბოლოდროინდელ თავდასხმებს და პირობას დებს, რომ ეკვადორის მთავრობასთან თანამშრომლობას გაზრდის, – ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა.
„ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ ეკვადორში შეიარაღებული ჯგუფების მიერ განხორციელებულ ბოლოდროინდელ კრიმინალურ თავდასხმებს კერძო, საჯარო და სამთავრობო ინსტიტუტების წინააღმდეგ“, – თქვა ჯეიკ სალივანმა სოციალური მედიის პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში და დასძინა, რომ ვაშინგტონი ითანამშრომლებს პარტნიორებთან დამნაშავეების დასჯის მიზნით.
ამასთან, თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების სპიკერმა, ჯონ კირბიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აშშ აკვირდება სიტუაციას და მზად არის, კონკრეტული ნაბიჯები გადადგას ეკვადორის მთავრობასთან თანამშრომლობის გასაუმჯობესებლად.
შეგახსენებთ, რომ ეკვადორში მძევლების აყვანის პროცესი მას შემდეგ დაიწყო, რაც კრიმინალური დაჯგუფების Los Choneros-ის ლიდერი გენერალი ხოსე ადოლფო მასიასი ციხიდან გაიქცა.
ქვეყნის პრეზიდენტმა ეკვადორში 60-დღიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.