ევროკომისიის სპიკერი: პოლონეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარს არ გავაკეთებთ

ჩვენ არ გავაკეთებთ კომენტარს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში კონკრეტულ მოვლენებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ევროკომისიის სპიკერმა, ერიკ მამერმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რითაც უპასუხა გასულ საღამოს პრეზიდენტის სასახლეში შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრ მარიუშ კამინსკისა და მისი ყოფილი მოადგილის მაცეი ვონსიკის დაკავების შესახებ ჟურნალისტის შეკითხვას.

„მოგეხსენებათ, ჩვენ არ ვგულისხმობთ წევრ ქვეყნებში კონკრეტულ ქმედებებს. კომენტარს არც ამ საქმეზე გავაკეთებთ.

კანონის უზენაესობასთან დაკავშირებით – პოლონეთში თუ სხვა ქვეყნებში – ჩვენ ყოველწლიურად ვაქვეყნებთ ანგარიშს ამ თემაზე. სწორედ იქ არის წარმოდგენილი ანალიზი. ზოგჯერ ჩვენ გვაქვს გარკვეული ეჭვები გარკვეულ წევრ სახელმწიფოებში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. თუმცა ჩვენ არ ვსაუბრობთ რაიმე კონკრეტულ, ცალკეულ შემთხვევებს“, – დასძინა ევროკომისიის წარმომადგენელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები