პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, – ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

„ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ბრალდებული, რომელმაც უკანონოდ შეიძინა და შეინახა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“, შემდეგ კი ორჯერ მიჰყიდა მოქალაქეს, დამნაშავედ ცნო 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით, 260-ე ტერცია მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით, 273-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად 17 წლით და 11 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები