გიორგი ვოლსკი – 4 ოქტომბრის საქმის ბრალდებულებზე: მათი ამოცანა იყო იმ ცეცხლის, რაც ორბელიანის მოედანზე ვიხილეთ, მთელი საქართველოს მასშტაბით გადატანა

“მათი ამოცანა იყო იმ ცეცხლის, რაც ორბელიანის მოედანზე ვიხილეთ, მთელი საქართველოს მასშტაბით გადატანა,”- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ, 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ვიღაცამ ძალიან ფრთიანი ფრაზა შემოისროლა საინფორმაციო სივრცეში – „ოქტომბრელები“ დაარქვა ამ ადამიანებს, მაგრამ ეს ძალიან უწყინარია იმასთან შედარებით, რის გაკეთებასაც ისინი ლამობდნენ.

„ლოკალურად რაც ცეცხლი აინთო ორბელიანის მოედანზე, უნდოდათ, რომ მასობრივად ყოფილიყო საქართველოში. ამასთან დაკავშირებით არავითარი ორი აზრი არავის უნდა ჰქონდეს. ეს არ არის ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც სიკეთე უნდოდათ საკუთარი ქვეყნისთვის. მათი ამოცანა იყო იმ ცეცხლის, რაც ორბელიანის მოედანზე ვიხილეთ, მთელი საქართველოს მასშტაბით გადატანა. არც დაუმალავთ ეს. ვიღაცამ ძალიან ფრთიანი ფრაზა შემოისროლა საინფორმაციო სივრცეში – „ოქტომბრელები“ დაარქვა ამ ადამიანებს, მაგრამ ეს ძალიან უწყინარია იმასთან შედარებით, რის გაკეთებასაც ისინი ლამობდნენ.“, – ამბობს ვოლსკი.

შეგახსენებთ, საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულების პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, ლაშა ბერიძის, ირაკლი შაიშმელაშვილისა და კიდევ ოთხი ადამიანის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები