მოსკოვში 9 მაისს მობილური ინტერნეტი სრულად შეიზღუდება
მოსკოვში გამარჯვების დღის (9 მაისი) ღონისძიებების დროს მობილური ინტერნეტი და SMS სერვისები დროებით სრულად შეიზღუდება. ინფორმაციას რუსული მედია და ოფიციალური უწყებები ავრცელებენ.
შეზღუდვა უსაფრთხოების მიზნების გამო არის მიღებული. ხელისუფლების განმარტებით, გადაწყვეტილება დაკავშირებულია მასშტაბური საზეიმო ღონისძიებების დროს შესაძლო საფრთხეების, მათ შორის დრონების გამოყენების რისკის პრევენციასთან.
მოსახლეობა და ვიზიტორები შეძლებენ მხოლოდ Wi-Fi და სადენიანი ინტერნეტის გამოყენებას, ხოლო მობილური ქსელის მონაცემთა სერვისები დროებით შეჩერდება.
შეზღუდვების ზუსტი ხანგრძლივობა და მოცულობა ღონისძიებების მიმდინარეობის მიხედვით განისაზღვრება.
ამასთან, 9 მაისს მოსკოვში, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი, სამხედრო ტექნიკის გარეშე ჩატარდება.