იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი დგებუაძე ნიუ-იორკში ოპერაციების საკითხებში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის მოადგილეს შეხვდა

იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი დგებუაძემ გაერო-ს მიერ ორგანიზებულ მიგრაციის მიმოხილვის საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში ოპერაციების საკითხებში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის მოადგილე უგოჩი დენიელსთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ყოველთვის იყო საქართველოს საიმედო პარტნიორი მიგრაციისა და ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, გიორგი დგებუაძემ ხაზი გაუსვა კოორდინირებული მიდგომების მნიშვნელობას, აგრეთვე, მიგრაციის მართვისას გლობალური პრინციპებისა და ეროვნული კონტექსტის კომპლექსურ გათვალისწინებას გამოწვევებზე რეაგირების პროცესში.

აღინიშნა, რომ 2020 წელს საქართველომ მიიღო 2021-2030 წლების ყოვლისმომცველი მიგრაციის სტრატეგია; 2025 წელს კი ქვეყანამ მასშტაბური საკანონმდებლო პაკეტის მიღებით განახორციელა მიგრაციისა და თავშესაფრის სისტემის ყოვლისმომცველი რეფორმა, რომლის მიზანიც ეროვნული მიგრაციისა და თავშესაფრის სისტემის გაძლიერებაა.

ნიუ-იორკში საქართველოს დელეგაციას იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი დგებუაძე ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში არიან იუსტიციის, საგარეო საქმეთა, შინაგან საქმეთა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრების მოადგილეები, აგრეთვე, სხვადასხვა რანგის თანამდებობის პირები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები