ლატვიაში ორი დრონი ჩამოვარდა

ლატვიაში ორი დრონი ჩამოვარდა, რომლებიც ქვეყნის საჰაერო სივრცეში რუსეთის მხრიდან შეფრინდა,- ამის შესახებ ლატვიის არმიის წარმომადგენლებმა განაცხადეს.

პოლიციის ცნობით, ერთ-ერთი დრონი ნავთობის საცავის მახლობლად, ქალაქ რეზეკნეში ჩამოვარდა, რუსეთის საზღვრიდან 40 კილომეტრში. ინციდენტის შედეგად ადგილზე ხანძარი გაჩნდა.

მეორე დრონის ჩამოვარდნის ადგილი ჯერ დადგენილი არ არის.

„ამჟამად ეროვნული შეიარაღებული ძალები ნატო-ს მოკავშირეებთან ერთად მაქსიმალურად აკონტროლებენ საჰაერო სივრცეს. ჰაერში ასევე არიან გამანადგურებლები“, – განაცხადა ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, ანდრის სპრუდსმა.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინას აქვს სრული უფლება, დაიცვას თავი და რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ სამიზნეებზე დარტყმები განახორციელოს.

რეზეკნეში, რეზეკნესა და ლუძას რაიონებში დღეს ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესი გაუქმდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები