რუსთავში ისტორიული და ტურისტული ინფრასტრუქტურის განახლება იწყება

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქალაქ რუსთავში მასშტაბური ურბანული და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია გამოავლინა.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, პროექტი ითვალისწინებს ქალაქ რუსთავში ისტორიული და კულტურული მნიშვნელობის მქონე შენობა-ნაგებობების აღდგენას, საზოგადოებრივი დანიშნულების ტურისტული და რეკრეაციული ობიექტების კეთილმოწყობას, ქუჩებისა და გზების განახლებას, ასევე საინჟინრო ქსელების რეაბილიტაციას.

ასევე, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია საპროექტო ქუჩების მიმდებარე ქუჩებთან მიერთებისა და გადაკვეთის კვანძების მოწესრიგება, რაც გააუმჯობესებს როგორც სატრანსპორტო, ისე ფეხით მოსიარულეთა გადაადგილებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები