“დრონების წარმოება შესამჩნევი მასშტაბით დავიწყეთ, რეგიონალური მოვლენებისგან განზე ვერ დავდგებით” – სერგეი შამბა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივნის, სერგეი შამბას განცხადებით, 2023 წელს დეფაქტო მთავრობამ ე.წ. ბიუჯეტიდან მნიშვნელოვანი თანხები “თავდაცვას მოახმარა, არმიის საჭიროებებს, დრონების აწყობას” და სხვა.

ამის შესახებ მან Sputnik-თან 2023 წლის შეჯამების დროს თქვა.

„მნიშვნელოვანი თანხებია მიმართული თავდაცვის სამინისტროსთვის, ჩვენი თავდაცვისუნარიანობისთვის. ეს მოიცავს ინვესტიციებს საფორტიფიკაციო ნაგებობების მშენებლობაში; ჯარის მომარაგებისთვის სახსრების ზრდას; დრონების წარმოება უკვე შესამჩნევი მასშტაბით დაიწყო; საკუთარი ძალებით სხვა რაღაცებიც დავიწყეთ, რისი თქმაც არ შემიძლია. მაგრამ თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ზრდა -ნამდვილად არის. იმის გათვალისწინებით, თუ რა ხდება ამჟამად მსოფლიოში, ჩვენ თვალწინ ხდება სამყაროს რესტრუქტურიზაცია. მსოფლიოში ვითარება უფრო საგანგაშო გახდა. ჩვენ ვცხოვრობთ სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონში, სადაც დიდი სახელმწიფოების შეტაკება ყოველთვის ითრევდა ჩვენს ხალხს ამ მოვლენებში. ახლაც, სავარაუდოდ, განზე არ დავდგებით. ამიტომ, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, პირველ ყოვლისა, ჩვენი სახელმწიფოს და ჩვენი საზოგადოების დასაცავად, რაც ამჟამად კეთდება“, – აღნიშნა შამბამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები