“ოჩამჩირეში რუსული სამხედრო გემების დროებითი განთავსება ქვეყანაში უსაფრთხოებას გააძლიერებს” – სერგეი შამბა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა, სერგეი შამბამ განაცხადა, რომ ოჩამჩირეში რუსეთის სამხედრო გემების დროებითი განთავსება “ქვეყანაში უსაფრთხოებას კიდევ უფრო გააძლიერებს”.

ამის შესახებ მან Sputnik-თან 2023 წლის შეჯამების დროს თქვა.

„ვფიქრობ, ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. კარგად გვახსოვს ომის შემდგომი მდგომარეობა, როდესაც ქვეყნის დაცვა საკუთარი ძალებით გვიწევდა. მაშინ ხალხს სამუშაოს, ოჯახურ საქმეებს აშორებდნენ, როტაციის წესით საზღვრების დასაცავად გზავნიდნენ და რამხელა დანაკარგები იყო. მხოლოდ 100-ზე მეტი სამშვიდობო დაიღუპა, მით უმეტეს, ჩვენი მოქალაქეები. რუსეთის ფედერაციასთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გვაქვს. ქვეყანაში სულ სხვა ვითარება არის. დაგვიდგა გარე უსაფრთხოების საკითხი და პირველ ადგილზე, სოციალური საკითხები გადავიდა. რუსეთის სამხედრო ყოფნის ნებისმიერი ზრდა ჩვენს სახელმწიფოებს აძლიერებს. გვახსოვს, ომის შემდეგ როგორი მდგომარეობა იყო თურქულ გემებთან დაკავშირებით, რომლებიც აქ საკვებით მოდიოდნენ. ეს ყველაფერი მას შემდეგ შეწყდა, რაც ოჩამჩირეში სასაზღვრო ბაზის პუნქტი გამოჩნდა. ამიტომ, ეს მხოლოდ აძლიერებს ჩვენს უსაფრთხოებას“, – აღნიშნა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები