NASA-მ მთვარეზე 1972 წლის შემდეგ პირველად, ასტრონავტების დაგეგმილი დაშვება 2026 წლამდე გადადო

მთვარეზე ასტრონავტების დაგეგმილი დაშვება NASA-მ 2026 წლამდე გადადო.

NASA-ს ხელმძღვანელმა, ბილ ნელსონმა ამის მიზეზად უსაფრთხოება დაასახელა და დააზუსტა, რომ მისია Artemis 3-ის მომზადებისთვის მეტი დროა საჭირო.

”უსაფრთხოება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია”, – თქვა მან პრესკონფერენციაზე.

NASA-ს ინფორმაციით, 1972 წლის შემდეგ პირველი ასტრონავტი, რომელიც მთვარეზე დაეშვება, კომპანია SpaceX-ის შატლს გამოიყენებს.

ნელსონმა თქვა, რომ მისია Artemis 3 – 2026 წლის სექტემბერში შედგება.

გარდა ამისა, Artemis 2-ის მოსამზადებელი მისიაც, ასევე, ერთი წლით – 2025 წლის სექტემბრამდე გადაიდება. ამ უკანასკნელის დროს ასტრონავტებს მოუწევთ მთვარეზე ფრენა Orion-ის კაფსულაში დედამიწის თანამგზავრზე დაშვების გარეშე.

Artemis 1-ის მოსამზადებელი მისია 2022 წლის ბოლოს შედგა, ასევე, რამდენიმე შეფერხების შემდეგ. მაშინ ორბიტაზე Orion-ის უპილოტო კაფსულა გაფრინდა. თუმცა, ტექნიკური პრობლემები წარმოიშვა, მათ შორის კაფსულის ირგვლივ სითბოს ფართან დაკავშირებითაც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები