ღაზას სექტორში დაღუპული ისრაელელი სამხედროების რიცხვი გაიზარდა
ღაზას სექტორში ისრაელის სახმელეთო ოპერაციის ფარგლებში, 186 ისრაელელი სამხედრო დაიღუპა.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) დღეს კიდევ ერთი დაღუპულის შესახებ გამოაცხადეს.
IDF-ის მონაცემებით, 7 ოქტომბერს ისრაელზე “ჰამასის” თავდასხმის შედეგად დაღუპული ისრაელელი ჯარისკაცების საერთო რაოდენობა 520-ს შეადგენს.