“რაც ხდება, მთელი კონტინენტის პრობლემაა” – არგენტინა მზად არის, ეკვადორში უსაფრთხოების ძალები გაგზავნოს
არგენტინა მზად არის, ეკვადორში ხელისუფლების დასახმარებლად უსაფრთხოების ძალები გაგზავნოს.
ამის შესახებ არგენტინის უშიშროების მინისტრმა, პატრისია ბულრიჩმა TN-სთან ინტერვიუში თქვა.
”მზად ვართ, დავეხმაროთ მათ, საჭიროების შემთხვევაში, გავგზავნოთ უსაფრთხოების ძალები”, – თქვა ბულრიჩმა.
მისივე თქმით, ის, რაც ეკვადორში ხდება, მთელი კონტინენტის პრობლემაა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რეგიონის სხვა ქვეყნებში განვითარებული მოვლენები არგენტინაზე ახდენს გავლენას.
ეკვადორში განვითარებული მოვლენების ფონზე, ქვეყნის საზღვრის დაცვა პერუმ გააძლიერა.
ეკვადორში გამოცხადებული ორთვიანი საგანგებო რეჟიმის ფონზე, ადგილობრივმა მაფიოზურმა დაჯგუფებებმა ქვეყნის მასშტაბით არეულობა მოაწყვეს.
ამ დროისთვის ცნობილია, რომ პოლიციასთან შეტაკებაში, სულ მცირე, 10 ადამიანია დაღუპული, ასევე, 7 პოლიციელი მძევლად არის აყვანილი.