მთვრალმა კაპიტანმა მგზავრები წყალში გადაყარა
პეტერბურგში კატერის კაპიტანი დააკავეს, რომელმაც სიმთვრალეში მგზავრები ნევაში გადაყარა. როგორც რუსული საინფორმაციო საშუალებები იუწყებიან, დიდი სისწრაფით მიმავალმა მთვრალმა კაპიტანმა ნევაზე კატერით „სარბოლო ტრიუკები“ მოინდომა და მგზავრები მკვეთრი მანევრების შედეგად მდინარეში გადაყარა. საბედნიეროდ, მგზავრები იოლად გადარჩნენ. ფეხის მრავლობითი მძიმე დაზიანებები მათგან მხოლოდ ერთს აღენიშნება. კაპიტანს გამოკვლევისას სიმთვრალე დაუდგინდა. მას კატერის მართვის უფლება ჩამოერთვა და ამჟამად დაკავებულია.