მესაფლავემ და გარდაცვლილის ნათესავმა გვამთან ფოტო გადაიღეს
ესპანეთის ქალაქ გუარდამარ-დელ-სეგურაში უჩვეულო ფაქტი მოხდა. ადგილობრივი სასაფლაოს თანამშრომელმა საფლავიდან 23 წლის წინ გარდაცვლილის ნეშტი ამოთხარა და მასთან ფოტო გადაიღო. მესაფლავე უარყოფს ბრალდებას, რომ მან გარდაცვლილი ადამიანის საფლავი შეურაცხყო. მისი თქმით, მან უბრალოდ შეასრულა გარდაცვლილის ოჯახის წევრების თხოვნა, რომლებსაც საოჯახო საფლავში ახლახან გარდაცვლილი მეუღლის დაკრძალვაც სურდათ.
როდესაც მესაფლავემ ცხედარი ამოთხარა, გაირკვა, რომ ის კარგად იყო შენახული. ეს ფაქტი მესაფლავემ გარდაცვლილის ნათესავებს შეატყობინა. ისინიც მოვიდნენ სასაფლაოზე, რათა თავიანთ ბიძასთან უკანასკნელი ფოტო გადაეღოთ.
გახმაურებულ ფოტოზე აღბეჭდილები არიან (მარცხნიდან-მარჯვნივ): გარდაცვლილის ნათესავი, გარდაცვლილის ცხედარი და მესაფლავე. ნათესავმა ეს ფოტო დანარჩენ ნათესავებსაც გაუგზავნა, რისი წყალობითაც ის ინტერნეტშიც მოხვდა.