გრიპისა და COVID-ის შემთხვევების მატების ფონზე, ესპანეთის სამედიცინო დაწესებულებებში პირბადის ტარება შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ევროპაში გრიპის და კორონავირუსის შემთხვევების მატების ფონზე, ესპანეთის მთავრობა გამოვიდა წინადადებით, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით საავადმყოფოებსა და კლინიკებში პირბადის ტარება სავალდებულო გახდეს.

ამის შესახებ Reuters-ი წერს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ გასულ კვირას ასეთი რეჟიმი ესპანეთის რამდენიმე რეგიონმა შემოიღო, ხოლო 8 იანვარს ცენტრალური მთავრობა ამ წესის მთელი ქვეყნის მასშტაბით გავრცელების წინადადებით გამოვიდა.

ამასთან, უკვე ცნობილია, რომ რეგიონალურმა ჯანდაცვებმა ამ წინადადებას, ჯერჯერობით, მხარი არ დაუჭირეს. საბოლოო გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, ხვალ, 10 იანვარს იქნება მიღებული.

როგორც ესპანეთის ჯანდაცვის მინისტრმა, მონიკა გარსიამ თქვა, მთავრობა ასევე გამოვიდა წინადადებით, რომ ადამიანებს მიეცეთ შესაძლებლობა, ავადმყოფობის პერიოდში სამსახურიდან სამი დღით იყვნენ დათხოვილნი ექიმის რეკომენდაციის გარეშეც.

შესაბამისი რეკომენდაცია დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპულმა ცენტრმა გასცა. ასევე, უწყება აცხადებს, რომ რეკომენდებულია ხალხმრავალ ადგილებსა და ჯანდაცვის დაწესებულებებში პირბადის ტარება, თუმცა, გადაწყვეტილება ეროვნულ დონეზე, ქვეყნის მთავრობების მიერ იქნება მიღებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები