ოკუპირებულ აფხაზეთში უკვე 10 დღეზე მეტია, რაც დაკარგულ 29 წლის ქალს ეძებენ
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მილიცია 10 დღეზე მეტია, რაც სოხუმის მკვიდრს, 1995 წელს დაბადებულს – სოფია ოლეინიკს ეძებს.
ორი დღის წინ ე.წ. შს მინისტრის მოადგილე ბესლან ჭკადუამ ოჩამჩირის, ტყვარჩელის, გულრიფშის და გალის მილიციის უფროსებთან შეხვედრა გამართა, რის შედეგადაც ქალის ძებნა ოჩამჩირის რაიონის სოფლებში კარდაკარ დაიწყეს.
ცნობილია, რომ სოფია ოლეინიკი 2023 წლის 27 დეკემბერს ქალაქ სოხუმში ნაზაძის ქუჩაზე მდებარე საკუთარი სახლიდან გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. უკანასკნელად ის სოფელ აკვასკაში მდებარე სასურსათო მაღაზიაში 1-ელ იანვარს ნახეს.