შიშველი თამთა დემურიშვილი და 7 ქალბატონი „სილამაზის წყალში“ – რა ტრადიციაა იაპონიაში
სოციალურ ქსელში საქართველოს ცენტრალური სისხლის ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელის თამთა დემურიშვილის პიკანტური ფოტო გავრცელდა. ფოტოზე, სხვა ქვეყნის ქალბატონებთან ერთად, აღბეჭდილია თამთა დემურიშვილი. ისინი აუზში შიშვლები არიან.
როგორც „კვირას“ თამთა დემურიშვილმა განუცხადა, აღნიშნული ფოტო იაპონიაში 8 წლის წინ არის გადაღებული. მისივე განმარტებით, ეს არის „სილამაზის წყალი“, რომელიც იაპონელების ერთგვარი რიტუალია. ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა კი სამოსის გარეშე ბანაობაა.
„ეს ფოტო იაპონიაში დაახლოებით 7-8 წლის წინ არის გადაღებული. სასწავლო ტურზე ვიყავით წასულები, ჩამოსულები იყვნენ რამდენიმე ქვეყნის -იაპონიის, აზერბაიჯანის და სომხეთის წარმომადგენლები. გარდა სასწავლო ტურისა, გვქონდა ექსკურსიები. ეს ფოტო გადაღებულია მაღალმთიან ადგილას, სადაც არის წყაროები. როგორც იაპონელები ამბობდნენ, ეს არის სილამაზის გამაახალგაზრდავებელი წყალი. ეს წყარო ღია ცისქვეშ მიედინება, ბუნებრივი ქვებით არის ამოშენებული და მიწიდან მინერალებით გამდიდრებული წყალი ამოდის. გვეხუმრებოდნენ, წყლიდან 20 წლით გაახალგაზრდავებულები ამოხვალთო, სახეზე ეს ეფექტი ნამდვილად იგრძნობოდა. სანამ წყალში ჩახვალ, რამდენიმე პროცედურას გადიხარ. კატეგორიულად თქვეს, რომ არაფრით არ შეიძლება რაიმე სამოსი გეცვას, წყალში აბსოლუტურად შიშველი უნდა ჩახვიდე “, – განაცხადა „კვირასთან“ თამთა დემურიშვილმა.