“ქართველ პოლიტიკოსებს მინდა, ვურჩიო, არ დაივიწყონ 2008 წლის გაკვეთილები” – გაგლოევი
ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ალან გაგლოევმა განაცხადა, რომ იმ დროს, როდესაც “საქართველო ევროკავშირის გასახდელშია მარინირებული, სამხრეთ ოსეთი დიდი ხანია, რუსეთთან ერთ მაგიდასთან ზის. მათ მხოლოდ ცარიელი განცხადებების გაკეთება შეუძლიათ”.
ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოში არსებულ ვითარებას და ვხედავთ, როგორ აძლიერებენ ჯარს დასავლეთის დახმარებით. ქართველ პოლიტიკოსებს მინდა, ვურჩიო, არ დაივიწყონ 2008 წლის გაკვეთილები. და ნუ იმეორებენ ერთსა და იმავე შეცდომებს“, – ხაზგასმით აღნიშნა მან.
მისი თქმით, 2015 წლის “მოკავშირეობისა და ინტეგრაციის ხელშეკრულების” თანახმად, ე.წ. სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ აგრესია რუსეთის ფედერაციაზე თავდასხმად განიხილება.