“ბელარუსთან დაახლოება მიდის და უფრო გაღრმავდება”- გაგლოევი
ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ალან გაგლოევმა განაცხადა, რომ ე.წ. რესპუბლიკისთვის ბელარუსთან კონტაქტების დამყარება საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა.
ამის შესახებ მან შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე თქვა.
„ამ ეტაპზე, ჩვენ ვდგამთ გარკვეულ ნაბიჯებს ეკონომიკურ, კულტურულ და ჰუმანიტარულ სფეროებში კონტაქტების გასაღრმავებლად. საკავშირო სახელმწიფოსთან სრულფასოვანი პოლიტიკური დიალოგისთვის აუცილებელია შესაბამისი პირობები. ეს ერთი ან ორი დღის საკითხი არ არის“, – თქვა მან და დასძინა, რომ “ზოგადად, დაახლოება მიდის და სულ უფრო ღრმავდება”.