“შექმნილ ვითარებაში საკითხის გადაჭრა შეუძლებელია” – გაგლოევი ე.წ.სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთებაზე

​ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ალან გაგლოევმა განაცხადა, რომ ​ე.წ.რესპუბლიკის რუსეთთან შეერთების საკითხი დღის წესრიგიდან არ მოხსნილა.

ამის შესახებ მან შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე თქვა.

„ნუ ვატყუებთ ხალხს. შექმნილ ვითარებაში საკითხის გადაჭრა შეუძლებელია. რუს კოლეგებთან მუდმივ კონტაქტში ვართ. დღის წესრიგიდან არ ამოღებულა“, – აღნიშნა გაგლოევმა.

ე.წ.პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ “პოლიტიკურმა ძალებმა საკუთარ განცხადებებზე პასუხისმგებლობა უნდა აიღონ, რადგან ეს ხალხის უსაფრთხოებას ეხება”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები