ლევან იოსელიანი: ყველაზე მტკივნეული საკითხი დღეს ჩვენი ქვეყნისთვის ოკუპაცია და მისი თანმდევი პრობლემებია, რომლებსაც განიცდიან ჩვენი მოქალაქეები საოკუპაციო ხაზის გასწვრივ

ჩემი აზრით, ყველაზე მტკივნეული საკითხი დღეს ჩვენი ქვეყნისთვის ოკუპაცია და მისი თანმდევი პრობლემებია, რომლებსაც განიცდიან ჩვენი მოქალაქეები საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„ეს განსაკუთრებით რთულია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც იქ ცხოვრობენ და ვხედავთ, რომ მათი უსაფრთხოება ვერ არის დაცული. თამაზ გინტურის მკვლელობა ამის კიდევ ერთი დამადასტურებელია. მე ძალიან ხშირად დავდივარ საოკუპაციო ხაზის მიმდებარე რეგიონებში და ვხვდები ადამიანებს, მათ შორის პოლიციელებს, რომლებიც ასრულებენ თავიანთ მოვალეობას – ეს ადამიანები, განსაკუთრებული რისკის ქვეშ იცავენ ჩვენს მოქალაქეებს. საოკუპაციო ხაზს მიღმა მცხოვრები ადამიანების ცხოვრება გაცილებით უფრო რთულია – მათ გარდა იმისა, რომ გადაადგილების პრობლემა აქვთ, იქ მათ მიმართ არანაირი უსაფრთხოების გარანტია არ არსებობს“, – აღნიშნა იოსელიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები