“საერთაშორისო ხელშეკრულება შეიძლება, შეწყდეს, თუ მისი განხორციელება საფრთხეს უქმნის უსაფრთხოებას” – ბჟანიამ კიდევ ერთ ე.წ. კანონში შეიტანა ცვლილება

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ „აფხაზეთის რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ კანონში ცვლილება შეიტანა.

ამის შესახებ Apsnypress წერს.

კერძოდ, „აფხაზეთის რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ კანონში შემდეგი ცვლილებები შევიდა:

“მე-5 მუხლს დაემატა შემდეგი რედაქცია: „თუ აფხაზეთის რესპუბლიკის მიერ რატიფიცირებული საერთაშორისო ხელშეკრულება ადგენს სხვა ნორმებს, ვიდრე აფხაზეთის რესპუბლიკის კონსტიტუციითა და კონსტიტუციური კანონებით არის გათვალისწინებული, მაშინ მოქმედებს აფხაზეთის რესპუბლიკის კონსტიტუციისა და კონსტიტუციური კანონების ნორმები;

39-ე მუხლს დაემატა ჩანაწერი: „აფხაზეთის რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულება შეიძლება გაუქმდეს დენონსაციის გზით, თუ მისი განხორციელება ზიანს აყენებს სუვერენიტეტს, საფრთხეს უქმნის უსაფრთხოებას ან ეწინააღმდეგება აფხაზეთის რესპუბლიკის საზოგადოებრივ წესრიგს“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები