ირაკლი ბერია: აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლების უკანონო გადაწყვეტილება ბიჭვინთის აგარაკის შესახებ რუსი ოკუპანტების მხრიდან ანექსიის ნაბიჯების გაგრძელებაა
აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლების უკანონო გადაწყვეტილება ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შემაძრწუნებელია და რუსი ოკუპანტების მხრიდან ანექსიის ნაბიჯების გაგრძელებაა, – წერს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია X-ზე.
„საერთაშორისო ზეწოლა უნდა გაიზარდოს რუსეთზე, რომ ის წავიდეს. ოკუპაცია დასრულდება. საქართველოს მიწები არასოდეს გახდება რუსული“, – აღნიშნავს ბერაია.
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა დაამტკიცა ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება.
Illegal decision by Abkhaz so-called authorities 2 transfer 🇬🇪 land/assets in Bichvinta 2 RF is appalling & continuation of annexation steps by Russian occupiers. Growing intl pressure must be applied on RUS 2 leave. Occupation will end. 🇬🇪 lands/assets will never become Russian.
— Irakli Beraia (@IrakliBeraiaMP) December 27, 2023