მედია: ბიჭვინთის აგარაკებთან დაკავშირებით რატიფიცირებული შეთანხმების კანონიერებაში რუსეთში ეჭვი ეპარებათ

ბიჭვინთის აგარაკების შეთანხმებაში დაინტერესებულმა რუსულმა მხარემ უკმაყოფილება გამოთქვა იმ პროცესით, თუ როგორც წარიმართა ე.წ. პარლამენტში შეთანხმების რატიფიცირების პროცესი.

ამის შესახებ “გაზეტა ნუჟნაია” წყაროზე დაყრდნობით წერს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ეჭვის შეტანის საფუძველი ნამდვილად არსებობს, რადგან – “კანონის მიხედვით პარლამენტის საქმიანობა ეფუძნება პოლიტიკური მრავალფეროვნების, თავისუფალი განხილვისა და საკითხების კოლექტიური გადაწყვეტის პრინციპებს; გამჭვირვალობას, პასუხისმგებლობას”.

“ხელახალი კენჭისყრის საფუძველი დგება ამ რეგლამენტის დარღვევის შემთხვევაში ან გამოვლინდა შეცდომები კენჭისყრის დროს ტექნიკურ და პროცედურულ ნაწილში, რა დროსაც განმეორებითი კენჭისყრა ტარდება.

– საპარლამენტო შეხვედრები იმართება ღიად და შუქდება მედიით.
– დახურული სხდომის გამართვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება პარლამენტის დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით”.

“დეპუტატებისა და საკანონმდებლო ინიციატივის სუბიექტების დღის წესრიგის საკითხებზე ინფორმირების წესი:

– პარლამენტის დეპუტატებს და საკანონმდებლო ინიციატივის უფლების მქონე სუბიექტებს, სხდომაზე განსახილველად წარდგენილ საკითხებზე დროულად ეცნობებათ.
– კანონპროექტები, პარლამენტის დადგენილებები და სხვა საჭირო მასალები წარედგინება სესიაზე განხილვამდე არაუგვიანეს ხუთი დღისა”.

“პარლამენტის სესიის მუშაობის დაგეგმვა – პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევა შესაძლებელია აუცილებლობის შემთხვევაში, აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის წინადადებით ან დეპუტატების არანაკლებ 1/3-ის მოთხოვნით, წერილობით წარდგენილი და მათი ხელმოწერით დამოწმებული დოკუმენტით, ან პარლამენტის თავმჯდომარის წინადადებით”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები