მიხეილ სარჯველაძე: ყველა ნაბიჯს ვგმობთ, რომელიც არ არის შესაბამისობაში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპთან

მმართველი გუნდის წევრი, მიხეილ სარჯველაძე ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის მიერ გამთენიისას ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაცემის ე.წ. შეთანხმების რატიფიცირების მოხდენას გამოეხმაურა.

,,შეურიგებელნი ვართ და ყველა ნაბიჯს ვგმობთ, რომელიც არ არის შესაბამისობაში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპთან. ნებისმიერი შეუთავსებელი აქტი საქართველოს ხელისუფლებისთვის მიუღებელია. ეს ყველასთვის მკაფიოდ გასაგებია და ცნობილია. არ მგონია, რომ ამ პროცესის ბევრჯერ დაგმობით არსი იცვლებოდეს. პოზიცია ცნობილია და არ მგონია, ბევრჯერ თქმა სჭირდებოდეს პოზიციის მკაფიოდ გამოხატვას, თუმცა, სადაც და რამდენადაც შესაძლებელია, ყველა შესაძლებლობა უნდა იყოს გამოყენებული, რათა ეს პოზიცია ისე იყოს დაფიქსირებული, რომ არავითარი კითხვის ნიშანი არ რჩებოდეს. არავის უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, რაიმე ინტერპრეტაცია მოახდინოს საქართველოს ხელისუფლების პოზიციის, რაც არის აბსოლუტურად ურყევი. საქართველოს ხელისუფლებას მყარი პოზიცია აქვს, შეურიგებელი იქნება ოკუპაციასთან. გამიჭირდება ზუსტად ამოცნობა, ამ შემთხვევაში, რა არის მოტივატორი კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების ეს იქნება ოჩამჩირე თუ ნებისმიერი სხვა. რაც  უნდა იყოს მოტივაცია, ნებისმიერი აქტი, რომელიც თავსებადი არ არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპთან, არის კანონგარეშე“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები