ნიკოლოზ სამხარაძე: აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა გვიან ღამით რატიფიცირება მოახდინა ბიჭვინთის ტერიტორიის რუსეთისთვის გადაცემაზე – ჩვენ მკაცრად ვგმობთ ამ უკანონო ქმედებას
მმართველი გუნდის წევრი, ნიკოლოზ სამხარაძე ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის მიერ გამთენიისას ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაცემის ე.წ. შეთანხმების რატიფიცირების მოხდენას “ტვიტერზე” გამოეხმაურა.
,,აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა გვიან ღამით რატიფიცირება მოახდინა ბიჭვინთის ტერიტორიის რუსეთისთვის გადაცემაზე. ჩვენ მკაცრად ვგმობთ ამ უკანონო ქმედებას და ბათილად ვაცხადებთ ოკუპაციის დროს განხორციელებულ ყველა სამართლებრივ მოქმედებას. ეს გამოსწორდება მას შემდეგ, რაც აღდგება საქართველოს იურისდიქცია აფხაზეთზე”,- წერს სამხარაძე.