“რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკების გადაცემა ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას” – ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ე.წ. ელჩი

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ე.წ.ელჩის, მიხაილ შურგალის თქმით, რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკების გადაცემის შეთანხმების რატიფიცირება ხელს შეუწყობს ორ “ქვეყანას შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას”.

„ეს ხელშეკრულება არ ითვალისწინებს რუსეთის საკუთრებაში იმ მიწის ნაკვეთის გადაცემას, რომელზედაც მდებარეობს “ბიჭვინთის”ობიექტი. ტერიტორია გაცემულია იჯარით 49 წლით, საკუთრებაში გადადის მხოლოდ შენობები, რომელთა შეკეთება და მოვლა უნდა განახორციელოს რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა“, – ხაზგასმით აღნიშნა მან.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა რუსეთისთვის აგარაკების გადაცემის შეთანხმების რატიფიცირება გამთენიისას მოახდინა. ამ დროს შენობასთან ხალხი იყო შეკრებილი, რომელიც ამ გადაწყვეტილებას აპროტესტებს და მიიჩნევს, რომ ის “კონსტიტუციას ეწინააღმდეგება”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები