დედამიწას ასტეროიდები ემუქრება

ამერიკის ნაციონალური აეროკოსმოსური სააგენტოს ინფორმაციით, დედამიწას 2017-2113 წლებში დაახლოებით 400-მდე ასტეროიდი ემუქრება. მათ შორის უმეტესობის დიამეტრი 100 მეტრია. თუ ნასას დაკვირვებები გამართლდა, მაშინ დედამიწას სერიოზული საფრთხე ემუქრება. ბოლო პერიოდის დაკვირვებების თანხმად, აღნიშნული ასტეროიდების გარდა არის კოსმოსური სხეულების სხვა ჯგუფიც, რომელიც ზომით ასტეროიდებს ჩამოუვარდება, თუმცა საკმაო ზიანის მიყენება შუძლია. მსგავსი ტიპის კოსმოსური სხეული,,ტუნგუსის მეტეორიტი“ იყო, რომელმაც არნახული მაშტაბის ნგრევა გამოიწვია, თუმცა ციმბირის დაუსახლებელ რეგიონში ჩამოვარდა და ამის გამო მოსახლეობა უვნებელი გადარჩა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები