ბელგიაში 20-მეტრიანი ნაძვის ხის ჩამოვარდნას ქალი ემსხვერპლა
ბელგიის ქალაქ აუდენარდეში მთავარი ნაძვის ხის ჩამოვარდნის შედეგად ერთი ქალი დაიღუპა და ორი დაშავდა.
ამის შესახებ Reuters-ი ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით წერს.
20-მეტრიანი ხე საშობაო ბაზრობის გვერდით, ატრაქციონებთან ჩამოვარდა.
აღმოსავლეთ ფლანდრიის პროვინციის პროკურორის სპიკერმა განაცხადა, რომ შემთხვევას 63 წლის ქალი ემსხვერპლა.
”გამოძიება ყურადღებას გაამახვილებს იმაზე, იყო თუ არა ხე სათანადოდ დამაგრებული და ასევე, შეისწავლის ამინდის პირობების გავლენას,” – თქვა მან.
ევროპაში შტორმი “პია” მძვინვარებს. მან დიდ ბრიტანეთსა და ნიდერლანდებში ტრანსპორტის მოძრაობა შეაფერხა, ბელგიის დასავლეთით კი განგაშის ყვითელი დონე გამოცხადდა.