“პუტინმა უკრაინა სამუდამოდ დაკარგა” – სტოლტენბერგი

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ, დიდი ძალისხმევის მიუხედავად, რუსეთი უკრაინაში თავის მიზნებს ვერ მიაღწევს.

ამის შესახებ მან DPA-სთან ინტერვიუში განაცხადა.

სტოლტენბერგის თქმით, სრულმასშტაბიანი შეჭრით რუსეთის პრეზიდენტი ცდილობდა, აღეკვეთა უკრაინის სწრაფვა ნატოსა და ევროკავშირში, მაგრამ ორწლიანი ომის შემდეგ უკრაინა „ნატოსა და ევროკავშირთან უფრო ახლოსაა, ვიდრე ოდესმე“.

„პუტინმა სამუდამოდ დაკარგა უკრაინა“, – თქვა სტოლტენბერგმა და აღნიშნა, რომ რუსეთისთვის ეს დიდი სტრატეგიული მარცხია, მაშინ – როდესაც უკრაინა საბოლოოდ მიაღწევს თავის მიზანს – ნატოში გაწევრიანებას.

ნატოს გენერალურმა მდივანმა დასძინა, რომ რუსეთის ფედერაციას უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის უზარმაზარი ფასის გადახდა უწევს, რადგან მოსკოვმა უკვე დაკარგა ასობით თვითმფრინავი, ათასობით ტანკი და 300 ათასი ჯარისკაცი.

სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ომის გამო რუსეთში გაიზარდა ინფლაცია და შემცირდა ცხოვრების დონე, ახლა ის პოლიტიკურად უფრო იზოლირებულია ვიდრე ადრე, მაგრამ ამ ყველაფერს კრემლის კურსი არ შეუცვლია.

“ჩვენ არ გვაქვს რაიმე მინიშნება იმისა, რომ პუტინი შეცვლის თავის მიზნებსა და პოლიტიკას. ის გააგრძელებს მეტი ტერიტორიის ოკუპაციის მცდელობას”, – თქვა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები