5 წლით თავისუფლების აღკვეთა – რუსეთში ახლა უკვე “როსგვარდიის” დისკრედიტაცია გახდა დასჯადი

რუსეთის ფედერაციის საბჭომ ეროვნული გვარდიის მოხალისეთა დისკრედიტაციისთვის სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შესახებ კანონები დაამტკიცა.

სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრებისას მოქალაქეს ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, ხოლო ადმინისტრაციულის დროს – მილიონ რუბლამდე ჯარიმა.

მიღებული კანონებით იკრძალება მოხალისეთა შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელება და მათი დისკრედიტაცია; ასევე, ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციების გადაწყვეტილებების აღსრულებაში დახმარება, რომლებშიც რუსეთი არ მონაწილეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები