მონრეალის ოქმით რეგულირებული ნივთიერებების მართვის შესახებ საინფორმაციო შეხვედრები იმართება
მონრეალის ოქმით რეგულირებული ნივთიერებების მართვის გაუმჯობესების მიზნით, 2024 წლის 1 იანვრიდან, აღნიშნული ნივთიერებების იმპორტ-ექსპორტის, შეძენა/გასხვისებისა და მოხმარების აღრიცხვა ელექტრონული სისტემის გამოყენებით მოხდება, – ამის შესახებ აღნიშნლია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმციაში.
მათივე განცხადებით, ელექტრონული სისტემისა და ამ ნივთიერებების მართვის კუთხით განხორციელებული საკანონმდებლო სიახლეების გაცნობის მიზნით, მიმდინარე წლის ოქტომბრიდან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა, გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, სამაცივრო და ჰაერის კონდიცირების სექტორის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრები ქალაქებში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, გორსა და თელავში გამართეს.
მონრეალის ოქმით რეგულირებული ნივთიერებების მართვის ელექტრონული სისტემის გამოყენების სწავლების მიზნით, 2024 წლის 22-26 იანვარს, თბილისში, თბური ტუმბოების, სამაცივრო და ჰაერის კონდიცირების მოწყობილობების მომსახურე ფიზიკური პირებისთვის ტრენინგები ჩატარდება.