გიორგი ამილახვარი: გვინდა, სკოლებს ეტაპობრივად მეტი დამოუკიდებლობა მივანიჭოთ

ჩვენ დავიწყეთ სკოლის ავტონომიაზე საუბარი და გვინდა, სკოლებს ეტაპობრივად მეტი დამოუკიდებლობა მივანიჭოთ, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, განათლების სამინისტრო გაორმაგებული და გასამმაგებული ძალისხმევით არის სკოლების გვერდით.

„გვინდა, სკოლებს ეტაპობრივად მეტი დამოუკიდებლობა მივანიჭოთ, მეტი აკადემიური თავისუფლება მივანიჭოთ მასწავლებლებს, ვინაიდან მათ მეტი შემოქმედებითობა, მეტი გამოხატვის უნარები ჰქონდეთ, ინდივიდებს მიუდგნენ საჭიროების მიხედვით, სასწავლო პროცესი და შეფასების ფორმები თავად გადაწყვიტონ, თუ რომელი ჯობია. აქ არ უნდა გაჩნდეს აღქმა, თითქოს, სამინისტრო გადის ამ პროცესიდან და დამკვირვებლის როლში გადადის. არა მეგობრებო, პირიქით. ჩვენ გვინდა, მეტი უფლებამოსილებების დელეგირება. რა თქმა უნდა, ეს მეტ პასუხისმგებლობებსაც ნიშნავს, მაგრამ იმავდროულად ჩვენ გაორმაგებული და გასამმაგებული ძალისხმევით მათ გვერდზე ვართ, რომ უზრუნველვყოთ ის განმავითარებელი და მხარდამჭერი სერვისები, რომელიც ამ პროცესს სჭირდება“, – აღნიშნა ამილახვარმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები