ნათია თურნავამ “ფინედუს დესპანებს” სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ “ფინედუს დესპანებს” სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ნათია თურნავამ, სებ-ის თანამშრომლებთან ერთად, მსოფლიო დაზოგვის დღის მთავარი ღონისძიების – “მოიწვიე ფინედუ კლასში” შედეგებიც შეაჯამა და აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკი მოსწავლე-ახალგაზრდობის ფინანსური განათლების ამაღლებაზე ზრუნვას მომავალშიც აქტიურად განაგრძობს.

შეგახსენებთ, მსოფლიო დაზოგვის დღისადმი მიძღვნილი საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, ფინანსური განათლების გაკვეთილების ჩატარების მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლები სხვადასხვა საჯარო თუ კერძო სკოლას ეწვივნენ.

ასევე, წელს პირველად “ფინედუს დესპანობის” მისიის შესრულება მოხალისე მასწავლებლებსაც შეეძლოთ, რამაც კამპანია კიდევ უფრო მასშტაბური და საინტერესო გახადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები