თეონა აქუბარდია – სააკაშვილის განცხადებაზე: დამოუკიდებელი დეპუტატი ვარ, ამ ფორმატში ყოფნის არანაირი სურვილი არ მაქვს
“მე არ ვარ პარტიული, დამოუკიდებელი დეპუტატი ვარ. ამ ფორმატში ყოფნის არანაირი სურვილი არ მაქვს”, – ასე ეხმაურება ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, თეონა აქუბარდია ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომელიც ოპოზიციას პოლიტიკური აქტივობისა და ერთობის კომიტეტის შექმნისკენ მოუწოდებს.
როგორც აქუბარდიამ “ქრონიკასთან” განაცხადა, ყველა პარტიას თავისი ინტერესი აქვს.
„თავად იდეას, რომ გარკვეული კონსულტაციები ოპოზიციური სპექტრის შიგნით არსებობდეს, ამას ვიზიარებ. შესაბამისად, მეეჭვება, რომ ეს ახლა მოხდეს. როდესაც ერთ მხარეს არის „ნაციონალური მოძრაობა“, ანუ ცუდი წარსული და მეორე მხარეს – ის აწმყო, რომელიც აღარ არის მისაღები, ამ შემთხვევაში უნდა შეიქმნას ალტერნატივა, ცუდსა და უარეს შორის. ამ მოცემულობაში ყველა პარტიას აქვს თავისი ინტერესი. მე არ ვარ პარტიული, დამოუკიდებელი დეპუტატი ვარ. ამ ფორმატში ყოფნის არანაირი სურვილი არ მაქვს”,- აღნიშნა აქუბარდიამ.