ანა ნაცვლიშვილი: „ლელო“ „ნაცმოძრაობასთან“ ერთობას არ გეგმავს
“ლელოს” წევრი, ანა ნაცვლიშვილი პატიმარი მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, “ლელო” “ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთობას არ გეგმავს.
„ლელო“ არ გეგმავს რაიმე ფორმატში „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთობას. „ლელოს“ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობას იღებს პარტიის პოლიტიკური საბჭო და არა სხვა რომელიმე პარტიის წარმომადგენელი. შესაბამისად, ჩვენ არ ვგეგმავდით და არც ვგეგმავთ „ნაციონალურ“ მოძრაობასთან რაიმე ტიპის საარჩევნო ერთობას“, – აღნიშნა ნაცვლიშვილმა.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციას „პოლიტიკური აქტივობისა და ერთობის კომიტეტის“ შექმნისკენ მოუწოდებს.