კახა კალაძე – „ნაცმოძრაობაზე“: როგორ შეიძლება, პარტიას ჰქონდეს მზარდი რეიტინგი, როდესაც ვხედავთ, ვინ არიან პარტიის ლიდერები

“როგორ შეიძლება, პარტიას ჰქონდეს მზარდი რეიტინგი, როდესაც ვხედავთ, ვინ არიან პარტიის ლიდერები. ყველაფერი ცხადი და ნათელია”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მმართველი გუნდის ყურადღება მოსახლეობის პრობლემებისკენაა მიმართული.

„თუმცა, ეს არ არის ჩვენი საქმე და ჩვენი გასარჩევი. ჩვენ გვაქვს ჩვენი საკუთარი პარტია, ვართ ქვეყნის ხელისუფლებაში, არის ბევრი გამოწვევა, ბევრი პრობლემა, რომელსაც სჭირდება მოგვარება და მთელი ჩვენი ძალისხმევა და ყურადღება მიმართულია ამისკენ, რომ შემდეგი წლების განმავლობაში იმ გამოწვევებსა და პრობლემებს, რომლებიც დღეს აწუხებს ქვეყნის მოსახლეობას, გაეცეს ღირსეული პასუხი კონკრეტული გადადგმული ნაბიჯებითა და გაკეთებული საქმეებით“, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები